Location & Opening Hours

Showroom

GT Motors Ltd
D.Agmashenebelli Alley 12th km
Tbilisi

+995 32 2 59 50 00

სამუშაო საათები

ორშაბათი 10:00 - 18:00
სამშაბათი 10:00 - 18:00
ოთხშაბათი 10:00 - 18:00
ხუთშაბათი 10:00 - 18:00
პარასკევი 10:00 - 18:00
შაბათი 10:00 - 18:00
კვირა დაკეტილია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ლენდ როვერი პატივს სცემს თითოეული პირის კონფიდენციალურობას, რომელიც მის ვებგვერდს სტუმრობს. თქვენგან მიღებული ინფორმაციის გამოყენება მოხდება თქვენს მიერ მოთხოვნილი მომსახურების მისაწოდებლად, ახალი პროდუქტების და მომსახურების შესახებ თქვენი ინფორმირების მიზნით და აგრეთვე თქვენთვის მომსახურებვის გაწევის გაუმჯობესების მიზნით. თქვენი მონაცემების დამუშავება მოხდება ევროკავშირის და ქვეყნის ადგილობრივი საკანონმდებლო დებულებების შესაბამისად. არ განხორციელდება თქვენი ინფორმაციის გამჟღავნება სხვა პირებისთვის, რომლებიც ლენდ როვერს არ მიეკუთვნებიან, არ არიან მისი პარტნიორები, ფილიალები ან დილერები.

კონფიდენციალურობის შესახებ პოლიტიკის მიზანია იმ ინფორმაციის ტიპის აღწერა, რომელსაც თქვენგან ვიღებთ, როცა თქვენ სტუმრობთ ჩვენს საიტს და აგრეთვე აგიხსნათ ის, თუ როგორ ვიყენებთ ამ ინფორმაციას.

მონაცემების დაცვა

ჩვენ მკაცრად ვიცავთ მონაცემებს, რაც ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ჩარჩო დირექტივების, კერძოდ 95/46/EC დირექტივის შესაბამისად ხორციელდება.

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით, შეინახება დაცულ კომპიუტერულ სერვერზე, გაერთიანებულ სამეფოში. სერვერის პროგრამა (SSL) შიფრავს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

ეს უზრუნველყოფს თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემების კანონიერად და სამართლიანად დამუშავებას. ჩვენი მიზანია ის,რომ პირადი მონაცემები იყოს ზუსტი, შესაბამისი და არ იყოს ძალიან დიდი. ჩვენ ვანახლებთ მონაცემებს და არ ვინახავთ ინფორმაციას, რომელიც უკვე საჭირო არ არის.ჩვენ შევინახავთ მონაცემებს უსაფრთხოდ, რომ თავიდან ავიცილოთ მათზე სხვა ადამიანების მიერ უნმებართვო წვდომა. თქვენ უფლება გაქვთ იხილოთ, თუ რა ინფორმაციაა თქვენს შესახებ განთავსებული და გაასწოროთ ნებისმიერი უზუსტობა.
ლენდ როვერი თქვენი თანხმობის გარეშე არ გაუზიარებს თქვენს შესახებ არსებულ ინფორმაციას ნებისმიერ მესამე მხარეს. ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ ინფორმაცია საიტის სტუმრების სახის შესახებ იმგვარად, რომ ვიზიტორების იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნება. ჩვენი საიტის დათვალიერება შესაძლებელია პირადი ინფორმაციის მიწოდების გარეშე. მაგრამ რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელია ჩვენთან კოპმუნიკაცია.

რა სახის პირადი მონაცემების შეგროვება ხორციელდება

ჩვენ ვიღებთ თქვენს პირად ინფორმაციას თქვენი სარეგისტრაციო ფორმიდან.

ეს ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა თქვენი სახელი, ელფოსტა, ქვეყანა და ენა.

ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას შემდეგი მიზნით:
თქვენს მიერ საიტის სტუმრობა უფრო სასიამოვნო გახდეს.
გამოგიგზავნოთ შესაბამისი ინფორმაცია პროდუქტებისა და სერვისების შესახებ.
დროდადრო გამოგიგზავნოთ შეტობინებები აქციების, პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ, რომლითაც შეიძლება დაინტერესდეთ.
თუ არ გსურთ ჩვენგან ინფორმაციის მიღება ან სხვა სახის კომუნიკაციის ქონა, თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ სარეგისტრაციო ფორმაზე შესაბამის გრაფაში დაწკაპუნებით. აგრეთვე შეგიძლიათ ელფოსტით გვაცნობოთ, რომ არ გსურთ ჩვენგან ინფორმაციის მიღება.

თუ თქვენ ნებას გვაძლევთ გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის, ჩვენ დროდადრო შეიძლება ის გავუმჟღავნთ ნებისმიერ კომპანიას ან ორგანიზაციას, რომელსაც დაეკისრება ელექტრონული წერილების მართვის პასუხისმგებლობა ან ჩვენი სახელით მარკეტინგ კომუნიკაციის წარმოება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ნებისმიერი მესამე მხარე, რომელიც განკარგავს თქვენს ინფორმაციას, დაიცავს კანონს მონაცემთა დაცვის შესახებ.

სხვა ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ თქვენს მიერ საიტის სტუმრობისას

როცა თქვენ ათვალიერებთ ჩვენს საიტს, კითხულობთ გვერდებს ან ახორციელებთ მონაცემების ჩამოტვირთვას, ჩვენი კომპიუტერები ავტომატურად იწერენ გარკვეულ ინფორმაციას თქვენი ვიზიტის შესახებ იმ კომპიუტერიდან, რომლითაც შემოდიხართ.
ეს ინფორმაცია არ ახორციელებს თქვენს იდენტიფიცირებას. ის უბრალოდ გვატყობინებს, თუ რამდენი ვიზიტორი გვყავს საიტზე და იმ კომპიუტერის ტიპის შესახებ, რომლებსაც ისინი იყენებენ. ამ ინფორმაციით ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი საიტი ჩვენი სტუმრებისთვის და უფრო გამოსადეგი გავხადოთ ის თქვენთვის.

ინფორმაცია შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

თქვენს მიერ ჩვენს საიტზე შემოსვლის თარიღი და დრო.
რამდენი და რომელი გვერდები დაათვალიერეთ სესიის დროს და რა დრო დაყავით ამ საიტზე.
თქვენი ინტერნეტ დომენის სახელი (ეს შეიძლება იყოს თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი, მაგალითად aol.com ან თქვენი სამუშაო ადგილი) თქვენი 'IP' მისამართი (ეს არის ვებგვერდის დათვალიერებისას თქვენი კომპიუტერისთვის მინიჭებული ნომერი) რომელიც ჩვენს ვებგვერდზე წვდომის საშუალებას გაგაძლევთ.
ინტერნეტ ბრაუზერი, რომელსაც იყენებთ (მაგ. Microsoft Explorer ან Netscape) და თქვენი კომპიუტერის ოპერატიული სისტემა (მაგ Windows 98).
საიტი, რომელზეც იყავით, სანამ შეხვიდოდით rangerover.landrover.com-ზე (მაგ Yahoo თუ გვიპოვეთ საძიებო სისტემის მეშვეობით).

ქუქი ფაილების გამოყენება

ქუქი ფაილების პოლიტიკა

რა არის ქუქი ფაილები?

ქუქი ფაილი არის ინფორმაციის ტექსტური ზოლი, რომელსაც ვებგვერდი გარდაქმნის ბრაუზერის ქუქი ფაილად თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე, ისე, რომ ვებსაიტს შეუძლია დაიმახსოვროს თუ ვინ ხართ. ქუქი ფაილებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ვებსაიტს შიგთავსის ისე განლაგებაში, რომ ის უფრო სწრაფად მოერგოს თქვენს ინტერესებს - ვებსაიტების უმრავლესობა იყენებს ქუქი ფაილებს. შეუძლებელია ქუქი ფაილების მარტო გამოყენება თვენი იდენტიფიცირებისთვის

ქუქი ფაილები შეიცავენ იმ დომენის სახელს, რომლისგანაც ქუქი მომდინარეობს. ქუქის არსებობის ვადას და სიდიდეს, ძირითადად რანდომიზირებულად მიღებულ ციფრს.

ამ ვებსაიტზე გამოიყენება ორი სახის ქუქი:

სესიის ქუქი ფაილები, რომლების დროებით ქუქი ფაილებს წარმოადგენენ, რჩებიან თქვენი ბრაუზერის ქუქი ფაილებში, სანამ არ გახვალთ ამ საიტიდან.
მყარი ქუქი ფაილები, რომლებიც რჩებიან თქვენი ბრაუზერის ქუქი ფაილებში უფრო მეტი ხნით (ხანგრძლიობა დამოკიდებულია ქუქის არსებობის ვადაზე).
როგორ ხდება ქუქი ფაილების გამოყენება და ინფორმაციის მიღება ამ საიტზე.

სესიის ქუქი ფაილები გამოიყენება შემდეგი მიზნით:

რომ შეძლოთ ინფორმაციის გადატანა ჩვენი საიტის გვერდებზე და თავი აარიდოთ ინფორმაციის ხელახლა შეყვანას.
რეგისტრაციის ფარგლებში შეგიძლიათ გქონდეთ წვდომა შენახულ ინფორმაციაზე.
მყარი ქუქი ფაილები გამოიყენება შემდეგი მიზნით:

გვეხმარება იმაში, რომ ამოგიცნოთ, როგორც უნიკალური ვიზიტორი (იყენებს ნომერს, რომლის მეშვეობითაც თქვენი იდენტიფიცირება შეუძლებელია), როდესაც კვლავ შემოხვალთ ჩვენს ვებსაიტზე.
საშუალებას გვაძლევს დავარეგულიროთ შიგთავსი ან რეკლამები, რომ დავაკმაყოფილოთ თქვენი ინტერესები და თავი ავარიდოთ თქვენთვის ერთიდაიმავე რეკლამის ხშირად ჩვენებას.
ანონიმური და გაერთიანებული სტატისტიკის შექმნა, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს საიტს, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი საიტის სტრუქტურა. ამ შემთხვევაში თქვენი პირადად იდენტიფიცირება შეუძლებელია.

მესამე მხარის ქუქი ფაილები

მესამე მხარის ქუქი ფაილები გამოიყენება ამ საიტის მეშვეობთ. მათი გამოყენება ხდება სემდეგი მიზნით:

რეკლამების მიწოდება ჩვენს საიტზე და იმის შემოწმება აწკაპუნებენ თუ არა მათზე მომხმარებლები.
იმის გაკონტროლება, თუ რა სიხშირით გიჩვენებენ კონკრეტულ რეკლამას.
თქვენი არჩევანის შინაარსის რეგულირება.
საიტზე ანონიმური მომხმარებლების რაოდენობის დათვლა.
უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესყიდვებისას და ტრანსაქციების დროს.

ვებ სიგნალები

ზოგიერთი ჩვენი ვებგვერდი შეიცავს ელექტრონულ გამოსახულებებს, რომლებიც ცნობილია ვებ სიგნალების სახელწოდებით (ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც clear gifs), რომლებიც საშუალებას გვაძლევენ დავითვალოთ იმ ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც ვებ გვერდს ეწვივნენ. ვებ სიგნალები აგროვებენ მხოლოდ შეზღუდული სახის ინფორმაციას, როგორიცაა ქუქი ფაილის ნომერი, გვერდის დათვალიერების თარიღი და დრო და იმ გვერდის დაზხასიათება, სადაც ვებ სიგნალია განთავსებული. შეიძლება არსებობდეს მესამე მხარის რეკლამის განმათავსებლების მიერ განთავსებული ვებ სიგნალები. ეს ვებ სიგნალები არ ატარებენ პირადი სახის იდენტიფიცირებად ინფორმაციას და გამოყენებულია მხოლოდ კონკრეტული კამპანიის ეფექტურობის შესამოწმებლად.

ქუქი ფაილების აქტივაცია და დეაქტივაცია

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ან უარი თქვათ ქუქი ფაილების მიღებაზე თქვენს ბრაუზერში პარამეტრების შეცვლით. თუმცა, ქუქი ფაილების დეაქტივაციის შემთხვევაში შესაძლოა თქვენ ვერ შეძლოთ ყველა ინტერაქტიული მახასიათებლის გამოყენება. თუ გსურთ მიიღოთ შეტყობინება თქვენს მყარ დისკზე ქუქი ფაილის მიღებამდე, შეასრულეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები:

თუ თქვენ იყენებთ Netscape Navigator 3.0:

შედით 'Options' მენიუში
დააწკაპუნეთ 'Network Preferences'-ზე
დააწკაპუნეთ 'Protocols'-ზე
მონიშნეთ გრაფა ტექსტით: 'უჩვენეთ გაფრთხილება ქუქი ფაილების მიღებამდე'
შედით Netscape ფოლდერში
წაშალეთ ფაილი 'cookies.txt', ეს გამოიწვევს ყველა ქუქი ფაილის წაშლას
Windows 95-ში, თქვენ აგრეთვე უნდა გამოიყენოთ 'Find' მახასიათებელი 'Start' მენიუში, რომ გაამარტივოთ 'cookies.txt' ფაილის პოვნა.

Explorer 3.0-ში:

შედით 'View' მენიუში
დააწკაპუნეთ 'Options' დააწკაპუნეთ 'Advanced'
მონიშნეთ გრაფა ტექსტით: 'გაფრთხილება ქუქი ფაილების მიღებამდე'
გადადით ქუქი ფაილების დირექტორიაში
წაშალეთ ყველა ფაილი, რომელიც იქ გაქვთ, ეს გამოიწვევს ყველა ქუქი ფაილის წაშლას
ამ ფაილების წაშლის შემდეგ თქვენ აღარ გექნებათ ქუქი ფაილები და მიიღებთ შეხსენებას, როცა ვებსაიტი ეცდება ქუქი ფაილების თქვენი სისტემისთვის გაგზავნას. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ან გააუქმოთ ქუქი ფაილები.

თუ თქვენ იყენებთ Netscape 4.0+:

შედით 'Edit'-ში მენიუს ზოლში
დააწკაპუნეთ 'Preferences'-ზე
დააწკაპუნეთ 'Advanced'-ზე
დააწკაპუნეთ გრაფაზე: 'გაფრთხილება ქუქი ფაილების მიღებამდე'
გადადით თქვენს 'Start' ღილაკზე
დააწკაპუნეთ 'Find'-ზე ან 'Files and Folders'-ზე
აკრიფეთ "cookies.txt" ძებნის სარკმელში, რომელიც გამოჩნდება
დააწკაპუნეთ 'Find Now'-ზე
როცა ძებნის შედეგები გამოჩნდება, ყველა ფაილი გადაიტანეთ ნაგვის ურნაში. ეს გამოიწვევს ყველა ქუქი ფაილის წაშლას
ეხლა გამორთეთ და დაარესტარტეთ Netscape
ამ ფაილების წაშლის შემდეგ თქვენ აღარ გექნებათ ქუქი ფაილები და მიიღებთ შეხსენებას, როცა ვებსაიტი ეცდება ქუქი ფაილების თქვენი სისტემისთვის გაგზავნას. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ან გააუქმოთ ქუქი ფაილები.

Internet Explorer 4.0-ში:

შედით 'View' მენიუში
დააწკაპუნეთ 'Internet Options'-ზე
დააწკაპუნეთ 'Advanced'-ზე
მონიშნეთ გრაფა ტექსტით: 'უჩვენეთ გაფრთხილება ქუქი ფაილების მიღებამდე'
გადადით ქუქი ფაილების დირექტორიაში
წაშალეთ ყველა ფაილი, რომელიც იქ გაქვთ, ეს გამოიწვევს ყველა ქუქი ფაილის წაშლას
ამ ფაილების წაშლის შემდეგ თქვენ აღარ გექნებათ ქუქი ფაილები და მიიღებთ შეხსენებას, როცა ვებსაიტი ეცდება ქუქი ფაილების თქვენი სისტემისთვის გაგზავნას. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ან გააუქმოთ ქუქი ფაილები.

Internet Explorer 5.0+ში:

შედით 'Tools' მენიუში
დააწკაპუნეთ 'Internet Options'-ზე
დააწკაპუნეთ 'Security' ჩანართზე
მონიშნეთ 'Internet' ზონა (ნაგულისხმევი)
აირჩიეთ დაცვის მაღალი დონე ამ ზონისთვის
დააწკაპუნეთ 'OK'-ზე
გადადით ქუქი ფაილების დირექტორიაში
წაშალეთ ყველა ფაილი, რომელიც იქ გაქვთ, ეს გამოიწვევს ყველა ქუქი ფაილის წაშლას
ამ ფაილების წაშლის შემდეგ თქვენ აღარ გექნებათ ქუქი ფაილები და ვერ მიიღებთ და გააგზავნით მათ.

თუ თქვენ იყენებთ Netscape 6.0+:

შედით 'Edit'-ში მენიუს ზოლში
დააწკაპუნეთ 'Preferences'-ზე
აარჩიეთ 'Cookies' ველი
ქუქი ფაილის მიღებამდე ან დეაქტივაციამდე
დააწკაპუნეთ 'OK'-ზე
გადადით 'Start' ღილაკზე
დააწკაპუნეთ 'Files and Folders'-ზე
აკრიფეთ "cookies.txt" ძებნის სარკმელში, რომელიც გამოჩნდება
დააწკაპუნეთ 'Find Now'-ზე
როცა ძებნის შედეგები გამოჩნდება, ყველა ფაილი გადაიტანეთ ნაგვის ურნაში. ეს გამოიწვევს ყველა ქუქი ფაილის წაშლას
ეხლა გამორთეთ და დაარესტარტეთ Netscape
ამ ფაილების წაშლის შემდეგ თქვენ აღარ გექნებათ ქუქი ფაილები და მიიღებთ წინა არჩევანის მიხედვით მიიღებთ შეხსენებას ახალი ქუქი ფაილების შესახებ ან არ მოხდება ახალი ქუქი ფაილების დაყენება ან მიღება.


Internet Explorer 6.0+ში:

გადადით 'Tools' მენიუში
დააწკაპუნეთ 'Internet Options'-ზე
დააწკაპუნეთ 'Privacy' ჩანართზე
გადაადგილეთ ცოცია პარამეტრების ასარჩევად
დააწკაპუნეთ 'OK'-ზე
გადადით ქუქი ფაილების დირექტორიაში
წაშალეთ ყველა ფაილი, რომელიც იქ გაქვთ, ეს გამოიწვევს ყველა ქუქი ფაილის წაშლას
ამ ფაილების წაშლის შემდეგ თქვენ აღარ გექნებათ ქუქი ფაილები და თქვენი ბრაუზერი ვერ მიიღებს და გააგზავნის მათ.


თუ იყენებთ Netscape 7.0+ს:

გადადით 'Edit'-ში მენიუს ზოლში
დააწკაპუნეთ 'Preferences'-ზე
დააწკაპუნეთ' Privacy & Security'-ზე
აირჩიეთ 'Cookies' ველი
აარჩიეთ პარამეტრები
Go to your 'Start' button
დააწკაპუნეთ 'Find'-ზე
დააწკაპუნეთ 'Files and Folders'-ზე
აკრიფეთ "cookies.txt" ძებნის სარკმელში, რომელიც გამოჩნდება
დააწკაპუნეთ 'Find Now'-ზე
როცა ძებნის შედეგები გამოჩნდება, ყველა ფაილი გადაიტანეთ ნაგვის ურნაში. ეს გამოიწვევს ყველა ქუქი ფაილის წაშლას
ეხლა გამორთეთ და დაარესტარტეთ Netscape
წინა არჩევანის მიხედვით მიიღებთ შეხსენებას ახალი ქუქი ფაილების შესახებ ან არ მოხდება ახალი ქუქი ფაილების დაყენება ან მიღება

ქუქი ფაილების წაშლა

თქვენ შეგიძლიათ ადვილად წაშალოთ ნებისმიერი ქუქი ფაილი, რომლებიც დაინსტალირებულია თქვენი ბრაუზერის ქუქი ფაილების ფოლდერში. მაგალითად, თუ იყენებთ Microsoft Windows Explorer-ს:

გახსენით 'Windows Explorer'
დააწკაპუნეთ 'Search' ღილაკზე
აკრიფეთ "cookie" ძიების სარკმელში 'Folders and Files'-ში
აირჩიეთ 'My Computer' Look In' ბოქსში
დააწკაპუნეთ 'Search Now'-ზე
ორჯერ დააწკაპუნეთ ნაპოვნ ფოლდერებზე
აირჩიეთ ქუქი ფაილის ფოლდერი
დააჭირეთ წაშლის ღილაკს თქვენს კლავიატურაზე
თუ თქვენ იყენებთ Microsoft Windows Explorer, თქვენ უნდა აირჩიოთ"cookies" "Help" ფუნქციაში, რომ მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად უნდა იპოვოთ ქუქი ფაილების ფოლდერი.

ელფოსტის მისამართის დაცვა

თვენი ელექტრონული ფოსტა გამოიყენება მხოლოდ თქვენთვის პასუხის გასაცემად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დათანხმდებით ზემოთ მოცემულ დეტალებს.

მონაცემების დაცვა პიქსელურ თეგებზე

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ "პიქსელ თეგები", რომლებიც წარმოადგენენ პატარა გრაფიკულ ფაილებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ჩვენი ვებსაიტის გამოყენება. პიქსელ თეგებს შეუძლიათ ისეთი ინფორმაციის შეგროვება, როგორიცაა კომპიუტერის IP (ინტერნეტ პროტოკოლი) მისამართი, რომელმაც ჩამოტვირთა გვერდი, რომელზეც თეგი ჩნდება; გვერდის URL, რომელზეც პიქსელ თეგი ჩნდება; დრო, როდესაც მოხდა პიქსელის თეგის შემცველი გვერდის დათვალიერება; ბრაუზერის ტიპი, რომელმაც მიიღო პიქსელ თეგი და ქუქი ფაილის საიდენტიფიკაციო ნომერი კომპიუტერზე, რომელიც განთავსებული იყო ამ სერვერის მიერ. თქვენთან HTML-იანი ელფოსტის გამოყენებით მიმოწერისას, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 'ფორმატის სენსირების" ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს პიქსელ ტეგებს გვამცნონ მიიღეთ და გახსენით თუ არა ჩვენი ფოსტა.


გამოკითხვის ჩატარება

წარმოდგენილი

1. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხმარებელთათვის:

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, ჩვენი ერთ ერთი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ

GT Motors Ltd
+995 32 59 5000


WE VALUE YOUR OPINION

Thank you for taking this opportunity to share your reasons for visiting us today. This short survey will take no longer than 1 minute and will help improve your website experience.

The survey requires no personal information and any information collated will not be shared.

Would you like to participate in our short survey?