DEFENDER LAND ROVER - Defender Land Rover-ის ყველაზე ძლიერი და შესაძლებლობების მქონე ავტომანქანა. მისი დებიუტი 1948 წელს შედგა და იგი შეიქმნა მისი სიძლიერისა და შესაძლებლობების არაჩვეულებრივი სისადავის გამოსავლენად. ეს კოტროლირებული ევოლუციისა და პრინციპების პროდუქტია, რამაც ავტომანქანა რევოლუციურად აქცია დაახლოებით სამოცი წლის წინ.
|
 | ექსტერიერი Defender-ის დიზაინი ყოველთვის სხვადასხვანაირია. მათ შორისაა Station Wagon, Hard Top, Pick Up, ორმაგი Cab Pick Up და Utility Station Wagon-ის ახალი ვერსია და სამი განსხვავებული საბურავების ბაზა (90, 110 და 130), რაც დამოკიდებულია კორპუსის სტილზე. დამატებითი ინფორმაცია |

 | ინტერიერი ახალმა, 2007 წლის Defender-მა მისი ისტორიის მანძილზე უდიდესი ცვლილებები გაიარა ინტერიერის დიზაინის თვალსაზრისით და ეს ავტომანქანა ახლა გაცილებით უფრო გამოსადეგია, ვიდრე აქამდე. ახალი დიზაინის მოწყობილობების პანელი უფრო თანამედროვე შეხედულებას აძლევს Defender-ის სალონს, ასევე აუმჯობესებს ხარისხსა და ერგონომიკას. ახალი ინსტრუმენტალური პაკეტი ელექტროდიოდური ინდიკატორის განათებით (LED) გარკვეულ და კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის მძღოლს. მართვის პანელში ასევე ჩამონტაჟებულია ახალი მაღალ-ეფექტური გამათბობელი, ვენტილაცია და კონდიცირების სისტემა. Defender-ის აუდიო სისტემა ასევე განახლებულია და მოიცავს უფრო მაღალ რეპროდუქტორებს და დამატებით MP3 აუდიო შესაერთებელს. მისი განსხვავებული კორპუსის სტილისა და საბურავების ბაზის წყალობით Defender-ს აქვს ოპტიმალური დასაჯდომი და სატვირთო ადგილი ყოველდღიური გამოყენებისათვის. დამატებითი ინფორმაცია
|

 | მართვის ტექნოლოგია Defender ყველაზე მრავალფეროვანი ავტომანქანაა მსოფლიოში, გამიზნული ისეთ ადგილებში მოგზაურობისათვის, სადაც არ არის ჩვეულებრივი გზები; მას შეუძლია გადალახოს ექსტრემალური რელიეფი და ყველაზე რთული რელიეფიც კი. მისი მყარი დაკიდების სისტემის დახმარებით საბურავები მაქსიმალურად მოქმედებენ, რაც იძლევა ქვებისა და ღრმა ტალახის ადვილად გადალახვის საშუალებას. მისი სიმყარისა და შეუჩერებელი ბუნების გამო ეს ავტომანქანა გახდა ძლიერი, ოთხ-საბურავიანი მართვის სიმბოლო. |

 | აქსესუარები ბევრი პრაქტიკული ფუნქცია და ელემენტი ახალი 2007 წლის Defender-ის სტანდარტულ პაკეტს წარმოადგენს. ამას გარდა, არსებობს სპეციალიზირებული აქსესუარების მთელი კომპლექტი, რომელიც უფრო აძლიერებს ავტომანქანის შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ და განსაკუთრებულ სტილს აძლევს მას. მრავალფეროვან აქსესუარებს შორის არის რამდენიმე საგანი ტვირთის გადაზიდვისა და ბუქსირისათვის, დეტალები ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებისა და დაცვის უზრუნველყოფისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მსუბუქი შენადნობის დისკების რამდენიმე საინტერესო დიზაინზე. ყველა ამ აქსესუარის ცალკე ყიდვა და დაყენება შესაძლებელია ნებისმიერ დროს და არამხოლოდ მაშინ, როცა თქვენი ავტომანქანა ახალია. |

 | ძრავა და მართვის ხარისხი ახალი 2.4 ლიტრიანი დიზელის ძრავის მეშვეობით ახალმა 2007 წლის Defender-მა შეიძინა უფრო მაღალი მახასიათებლები. ექვს-სიჩქარიან მექანიკური ტრანსმისია უზრუნველყოფს გადაცემის კომბინაციების უფრო ფართო დიაპაზონს, ხოლო პირველ სიჩქარეს გააჩნია უფრო შემცირებული გადაცემის ციფრიც. ეს იძლევა გაწევის გაძლიერების საშუალებას გზის რთულ მონაკვეთებში მგზავრობის და ბუქსირით მიბმის შემთხვევაში. ახალი Defender ასეთი კარგი არასოდეს ყოფილა. დამატებითი ინფორმაცია
|

| | Land Rover მსოფლიოს წამყვანი 4-საბურავიანი მართვის სპეციალისტია, ხოლო Defender ჩვენი ყველაზე უფრო შესაბამისი ავტომანქანაა გზების მიღმა სასიარულოდ. მისი არაჩვეულებრივი სისადავის, შეუდარებელი ძალისა და ლეგენდარული შესაძლებლობების გამო იგი Land Rover-ის ტრადიციების, წარმატებული განვითარებისა და ყველაზე ბოლო, ყველაზე სანდო ტექნოლოგიების დაუმარცხებელ კომბინაციას წარმოადგენს. |

|
|