LAND ROVER CARE APP MENA

კლიენტთა მომსახურეობა თქვენს ხელში


Land Rover Care App MENA (ლენდ როვერ ქეა აპი მენა) – ეს არის 24 საათიანი მაღაზია ერთ ადგილზე, სადაც ყველაფერია, რაც კლიენტთა მომსახურეობისთვის გჭირდებათ.

გზისპირა დახმარება გჭირდებათ, GPS-ის მითითებები, თქვენი მანქანის შესახებ მეტის ცოდნა, კოლექციური ნივთების ან აქსესუარების შეძენა, თუ უბრალოდ უახლოესი შოურუმის მონახულება, Land Rover Care App MENA–ს საშუალებით ყველაფერი შესაძლებელია რამდენიმე დაწკაპუნებით.

იმისათვის, რომ მეტი გაიგოთ თქვენი მანქანის შესახებ, ჩამოტვირთეთ აპი დღესვე.

კლიენტთა მომსახურეობა თქვენს ხელში

რეგისტრაცია და შესვლა

ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია

ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია

ახალ მომხმარებლად დარეგისტრირებისათვის საჭიროა ფლობდეთ: Discovery, Range Rover ან DEFENDER -ს MENA რეგიონის სპეციფიკაციებით. გასაგრძელებლად თქვენ უნდა შეიყვანოთ MENA შასის ნომერი/VIN, ან ასევე შეგიძლიათ დაასკანეროთ თქვენი მანქანის სარეგისტრაციო ბარათი.
დაარეგისტრირეთ თქვენი მანქანა (მეორადი)

დაარეგისტრირეთ თქვენი მანქანა (მეორადი)

თუ თქვენ ხართ ახალი მფლობელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეიძინა მეორადი/კარგ მდგომარეობაში მყოფი MENA მანქანა და ვერ დაარეგისტრირეთ იგი აპში, არ ინერვიულოთ, ჩვენ ახლახან განვაახლეთ სისტემა, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაარეგისტრიროთ თქვენი მანქანა. უბრალოდ ატვირთეთ საჭირო დოკუმენტაცია და ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი უმოკლეს დროში დაგიმოწმებთ მათ.
შესვლა

შესვლა

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დარეგისტრირდება Land Rover Care App MENA-ში, მას შეუძლია შევიდეს აპში თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართით და პაროლით და ადგილზევე მიიღოს პრემიუმ ხარისხის მომსახურეობა.

იცნობდეთ თქვენს მანქანას

დაათვალიერეთ ავტომობილის სახელმძღვანელო და გზამკვლევი

დაათვალიერეთ ავტომობილის სახელმძღვანელო და გზამკვლევი

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა თქვანი მანქანის შესახებ ყველა ინფორმაციაზე მხოლოდ სამი დაწკაპუნებით. გადადით მენიუს ჩანართიდან ,,სახელმძღვანელოზე“ და შეამოწმეთ თქვენი ,,მანქანის სახელმძღვანელო“, რომელიც მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც დაგჭირდებათ, ავტომობილის წინასწარი კონდიცირებიდან დაწყებული ინტერიერის და ექსტერიერის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით და დამთავრებული InControl-ით დაკავშირებამდე, ყველა დეტალი მოცემულია.
მართეთ მრავალი მანქანა

მართეთ მრავალი მანქანა

თუ თქვენ ფლობთ Land Rover–ის რამდენიმე მანქანას, Land Rover Care App MENA საშუალებას გაძლევთ მართოთ ყველა მათგანი მარტივად და მოხერხებულად ერთი პორტალიდან.
განაახლეთ თქვენი რეგისტრაცია და დაზღვევა

განაახლეთ თქვენი რეგისტრაცია და დაზღვევა

თვალყური ადევნეთ თქვენი რეგისტრაციისა და დაზღვევის ვადის გასვლის თარიღებს Land Rover Care App MENA-ს მეშვეობით, რადგან ის დროულად შეგახსენებთ მოახლოებული განახლებების შესახებ.
ხშირად დასმული  კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები ყოველთვის განახლებულია უახლესი და შესაბამისი შინაარსით, რათა დააკმაყოფილოს ჩვენი კლიენტების ყველა შეკითხვა და მათი ნავიგაცია უფრო სასიამოვნო გახადოს.

სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება და მომხმარებელზე ზრუნვა

რა არის ჩემთან ახლოს?

რა არის ჩემთან ახლოს?

თუ თქვენ ეძებთ შოურუმს, სერვის ცენტრს, ბოდიშოპს ან ბენზინგასამართ სადგურს თქვენს მახლობლად, აპლიკაცია მოგაწვდით ინფორმაციას უახლოესი მდებარეობის შესახებ, რომლისკენაც შეგიძლიათ ნავიგაცია Google Maps-ის გამოყენებით.
დაჯავშნეთ სერვისი ონლაინ

დაჯავშნეთ სერვისი ონლაინ

თუ თქვენი მანქანის პერიოდული სერვისის დროა, უბრალოდ გახსენით Land Rover Care App MENA, რომ იპოვოთ უახლოესი დილერი და დაგეგმოთ მომსახურება მოსახერხებელ თარიღსა და დროს.
დაუკავშირდით JLR მომხმარებელთა მომსახურებას

დაუკავშირდით JLR მომხმარებელთა მომსახურებას

თუ თქვენ გჭირდებათ დამატებითი დახმარება თქვენ მანქანასთან დაკავშირებით, არსებობს საკონტაქტო ნომრების, ელფოსტის მისამართების და ადგილმდებარეობების სია Land Rover Care App MENA-ში, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში.
დროული გზისპირა დახმარება

დროული გზისპირა დახმარება

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გზისპირა დახმარება (RSA) ყველგან, ნებისმიერ დროს, Land Rover Care App MENA-ს მეშვეობით. იქნება ეს ავარია, მანქანის გაუმართაობა თუ უბრალოდ სალტის გასკდომა, აპი პირდაპირ დაგაკავშირებთ საგზაო დახმარების აგენტთან, რათა დაუყოვნებლივ გაგიწიოთ დახმარება. შეამოწმეთ თქვენი RSA სტატუსი, ავტომობილის შეკეთების დეტალები, თვალყური ადევნეთ ევაკუატორს რუკაზე და მრავალი სხვა დეტალი გაუმჯობესებული უსაფრთხოებით.
ჩვენი კომუნიკაციის მორგება თქვენს უპირატესობებზე

ჩვენი კომუნიკაციის მორგება თქვენს უპირატესობებზე

მომხმარებლის გამოცდილების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, რათა ჩვენი კომუნიკაცია თქვენს უპირატესობებს მოვარგოთ, თქვენ უნდა განაახლოთ თქვენი ზოგადი ინტერესისა (General Interest) და მართვის გამოცდილების ინტერესის (Driving Experience Interest) ჩანართები აპში.

შეთავაზებები და განცხადებები

იყავით ინფორმირებული Land Rover-ის უახლესი განცხადებებისა და შეთავაზებების შესახებ, ჩამოტვირთეთ Land Rover Care App MENA და დარეგისტრირდით. უბრალოდ გახსენით აპლიკაცია, რომ ნახოთ ყველა ინფორმაცია თქვენს ხელიგულზე.

 

უახლესი ფუნქციები

იყიდეთ ონლაინ

განაახლეთ თქვენი ავტომობილი ახალი აქსესუარებით

განაახლეთ თქვენი ავტომობილი ახალი აქსესუარებით

ჩვენ გვესმის, რომ არსებობს განსაკუთრებული კავშირი თქვენსა და თქვენს მანქანას შორის, ამიტომ ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მისცეთ მას პერსონალიზებული სახელი და ატვირთოთ თქვენი საყვარელი სურათი, რომელიც უფრო დაგაახლოვებთ მასთან. ასევე შეგიძლიათ მისი იერსახის შეცვლა აქსესუარების ფართო სპექტრით პირდაპირ აპიდან. უბრალოდ დაათვალიერეთ აქსესუარების კატალოგი, შეარჩიეთ ისინი სპეციალურად თქვენი მოდელისთვის და შეუკვეთეთ ონლაინ.
შეიძინეთ LAND ROVER–ის კოლექცია

შეიძინეთ LAND ROVER–ის კოლექცია

განიცადეთ ფუფუნების დახვეწილი შეგრძნება და აღმოაჩინეთ ბრენდირებული საჩუქრების, აქსესუარებისა და მოსართავების ექსკლუზიური ასორტიმენტი.

 

პარამეტრები და მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება