Location & Opening Hours

Showroom

GT Motors Ltd
D.Agmashenebelli Alley 12th km
Tbilisi

+995 32 2 59 50 00

სამუშაო საათები

ორშაბათი 10:00 - 18:00
სამშაბათი 10:00 - 18:00
ოთხშაბათი 10:00 - 18:00
ხუთშაბათი 10:00 - 18:00
პარასკევი 10:00 - 18:00
შაბათი 10:00 - 18:00
კვირა დაკეტილია

ავტომობილის მდგომარეობის შემოწმება

ავტომობილის მდგომარეობის შემოწმება

იყავით მუდამ ერთი ნაბიჯით წინ

თქვენი ავტომობილის უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ ლენდ როვერის თითოეულ ავტომობილს ვუტარებთ მდგომარეობის უფასო დათვალიერებას, როცა ავტომობილს უტარდება მომსახურება, საგარანტიო ან კოსმეტიკური შეკეთება.

რა შედის თქვენი ლენდ როვერის ვიზუალურ შემოწმებაში

ლენდ როვერის ტექნიკოსები შეამოწმებენ თქვენი ავტომობილის 40 ნაწილს, რაც ვიზუალურ შემოწმებას წარმოადგენს. მასში აგრეთვე შედის ავტომობილის ტექმომსახურების ძირითადი ასპექტები: მუხრუჭი, საბურავები, ფარები, ძარა, საჭით მართვა და დაკიდება, სადაც ხდება ნაწილების შემოწმება და შეფასება შემდეგი სახით: მწვანე, ყვითელი და წითელი.

მწვანე: კარგი
თქვენი ავტომობილის ეს სისტემა მუშა მდგიმარეობაშია.

ყვითელი: საჭიროა სამუშაოების ჩატარება თქვენს შემდგომ დაგეგმილ მომსახურებამდე

აღმოჩენილია პრობლემა, რომელიც საჭიროებს ყურადღებას უახლოეს მომავალში. ეს საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ მისი ჩატარება.

წითელი: სასწრაფო სამუშაოა საჭირო - საშიშია, უკანონოა ან დეფექტის მატარებელია

აღმოჩენილია პრობლემა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოობას ან გამოიწვიოს ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების საჭიროება მომავალში. რეკომენდირებულია ამ სამუშაოს დაუყოვნებლივ ჩატარება.თუ აღმოვაჩენთ ისეთ რაღაცას, რაც გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს, მომსახურების თქვენი მრჩეველი დაგიკავშირდებათ თქვენ და მოგაწვდით რემონტის ღირებულებას. თქვენი თანხმობის შემთხვევაში ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ სამუშაოებს ან დავჯავშნით მას სხვა, თქვენთვის უფრო მოსახერხებელი დროისთვის.

ჩვენ აგრეთვე გთავაზობთ სეზონურ შემოწმებებს, რომლებიც შეეხება ყველა კომპონენტს, სითხეების დონეს და იმ ნაწილებს,რომლებიც მნიშვნელოვანია უსაფრთხოობისა და გამძლეობისთვის. საწმენდები, ფირფიტები, ნათურები და მინის საწმენდები მხედველობის გასაუმჯობესებლად, მუხრუჭები, საბურავები, ტრანსმისიის ლილვი და საჭით მართვა მოჭიდებისა და შეჭიდულობისთვის; და აგრეთვე ყოველივე იმის ვიზუალური შემოწმება, რაც საჭიროა იმისთვის, რომ თავდაჯერებულად ატაროთ ავტომობილი. ჩვენ შეგვიძლია გავრეცხოთ და გავწმინდოთ თქვენი ავტომობილი და ჩავატაროთ შემოწმებები სანამ თქვენ იცდით, ასე რომ შეძლებთ გზას ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გაუდგეთ.

ავტომობილის წაყვანისას თქვენ გადმოგეცემათ ლენდ როვერის ვიზუალური დათვალიერების ანგარიში, სადაც მოცემული იქნება მთლიანი ინფორმაცია თქვენი ავტომობილის მდგიმარეობის შესახებ.ამგვარად თქვენ იცით, რომ როდესაც ეწვევით [დილერის სახელი], რომ თქვენი ავტომობილი უსაფრთხო ხელში იქნება.

*ეს ანგარიში წარმოადგენს მხოლოდ შერჩეული ნაწილების ვიზუალური დათვალიერების შედეგს და არა განცხადებას მისი საექსპლუატაციო ვარგისობის შესახებ. დამატებითი შემოწმებები შეიძლება საჭირო გახდეს კონკრეტული შეკეთების მასშტაბის დასადგენად.

გამოკითხვის ჩატარება

წარმოდგენილი

1. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხმარებელთათვის:

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, ჩვენი ერთ ერთი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ

GT Motors Ltd
+995 32 59 5000


WE VALUE YOUR OPINION

Thank you for taking this opportunity to share your reasons for visiting us today. This short survey will take no longer than 1 minute and will help improve your website experience.

The survey requires no personal information and any information collated will not be shared.

Would you like to participate in our short survey?