ლენდ როვერის გარანტია

ავტომობილის გარანტია

ლენდ როვერის კომპლექსური საგარანტიო პაკეტი შექმნილია გაყიდვის შემდგომი მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და მხარდასაჭერად.
 
იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, MENA-ს* რეგიონში შემავალი ქვეყნების ლენდ როვერის საცალო ავტორიზებული დილერისგან შეძენილი ავტომობილი ქარხნული წუნის გამო საჭიროებს შეკეთებას ან საგარანტიო პირობებით გათვალისწინებული მისი რომელიმე ნაწილის შეცვლას, ამგვარი შეკეთება ან სათადარიგო ნაწილის ჩანაცვლება მოხდება MENA-ს ნებისმიერი ავტორიზებული დილერის მიერ სრულიად უფასოდ, საგარანტიო პერიოდში ავტომობილის მფლობელის ცვლილების მიუხედავად.*
 
ყველა ახალ ლენდ როვერი ავტომობილს აქვს გარანტიის სრული დაფარვის პერიოდი 5 წელიწადში / 150,000 კმ-ის გარბენამდე, (გარანტია მთავრდება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი პირობა დადგება).
 
2018 წლის 1 ივნისიდან გაყიდულ ყველა ახალ ავტომობილზე გავრცელდება ლენდ როვერის რეგიონალური გარანტია, რომელიც იმოქმედებს მხოლოდ იმ რეგიონში, რომელშიც ავტომობილი პირველად გაიყიდა ლენდ როვერის ავტორიზებული დილერის მიერ. ავტომობილის მახასიათებლები და გარანტიის პირობები შესაძლოა, განსხვავდებოდეს რეგიონების მიხედვით.
 
თუ ავტომობილი დარეგისტრირდება ან გამოყენებული იქნება სხვა რეგიონში, შესაძლოა, საჭირო გახდეს გარანტიის დამატებითი აქტივაცია და მისი გარკვეული პირობების შეზღუდვა.
 
საგარანტიო პირობებიდან გამომდინარე რეგიონები განსაზღვრულია შემდეგნაირად: აშშ, ჩინეთი, ევროპა და გაერთიანებული სამეფო (თურქეთის გარდა), თურქეთი, რუსეთი, ოკეანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა (MENA), ლათინური ამერიკა.
დეტალებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ უახლოეს დილერს.
 
ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში (MENA - Middle East, North Africa) შემავალი ქვეყნებია: ალჟირი, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, საქართველო, ერაყი, იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, მაროკო, ომანი, პაკისტანი, პალესტინა, ყატარი, საუდის არაბეთი, ტუნისი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და იემენი.
 
ეხება მხოლოდ MENA-ს რეგიონში შეძენილ და შეკეთებულ ავტომობილებს.
MENA-ს რეგიონის ფარგლებს გარეთ შეძენილ, რეგისტრირებულ ან გამოყენებულ ნებისმიერ ავტომობილს სჭირდება ფასიანი გარანტიის აქტივაცია.
დეტალებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ლენდ როვერის ავტორიზებულ დილერს
 
**ვრცელდება კონკრეტული პირობები.